მთავარიბლოგი"მივიღე ცოდნა, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ვიმუშაო საშუალო სირთულის პროექტებზე" - მარიამ ბარბაქაძის შთაბეჭდილება

"მივიღე ცოდნა, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ვიმუშაო საშუალო სირთულის პროექტებზე" - მარიამ ბარბაქაძის შთაბეჭდილება

 

მარიამ ბარბაქაძემ სმარტ აკადემიაში FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო შემესწავლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და ასევე მიმეღო ცოდნა, რომელიც კარიერულ განვითარებაში დამეხმარებოდა.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე HTML, CSS და JavaScript ტექნოლოგიების გამოყენება. ასევე ვისწავლე თუ როგორ უნდა ამეწყო მცირე და დიდი პროექტები. განვავითარე ანალიტიკურად აზროვნების უნარი, ასევე დროის მენეჯმენტი, რაც ვიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომავალში გამომადგება.

ლექტორების შესახებ

ლექტორები არიან ობიექტურები და რაც მთავარია არ ტოვებენ არცერთ გაურკვეველ საკითხს. სწავლის პროცესში მომიწია სამ ლექტორთან შეხება. სამივე თავისი საქმის პროფესიონალია. სწავლების ყველა ეტაპზე გვქონდა კომუნიკაცია და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ცდილობდნენ დახმარებას.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ, მივიღე ცოდნა, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ვიმუშაო საშუალო სირთულის პროექტებზე.

პროფესია - FRONT-END დეველოპერი

იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამირების და მათ შორის, ვებ დეველოპმენტის სფერო მუდმივად ვითარდება და იცვლება, ვფიქრობ მუდმივად მომიწევს სიახლეების ათვისება და სირთულეების გადაჭრა. ეს საშუალებას მომცემს უფრო მეტი ვისწავლო აღნიშნულ პროფესიაში.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია დამეხმარა გადამედგა სწორი ნაბიჯები და მარტივად ამეთვისებინა სასურველი პროფესია. ასევე, მომცა შესაძლებლობა გამევლო სტაჟირება და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩემს კარიერულ განვითარებაში.

დარეგისტრირდი FRONT-END DEVELOPMENT-ის კურსზე აქ.

სხვა სტატიები >>